ბიზნესი
08/09/2022

შესყიდული პროდუქციის 14 დღიან ვადაში დაბრუნების პირობები - რაზე მუშაობს კონკურენციის სააგენტო

ნოემბერში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის აღსრულება იწყება. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო დარღვევებზე რეაგირებასა და საჩივრების შესწავლას.

სააგენტოში შექმნილია უფლებების დაცვის დეპარტამენტი. ამ დროისთვის, შესაბამის კანონქვემდებარე აქტზე მუშაობა სრულდება და სააგენტო ბიზნეს ასოციაციებთან, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისთვის ემზადება.

კანონის თანახმად, თუკი მოხმარებელი ჩათვლის, რომ პროდუქცია მისთვის მისაღები აღარ არის, აღარ მოსწონს ან გადაიფიქრა დატოვება, მას შეუძლია რომ 14 დღის ვადაში უპირობოდ დააბრუნოს პროდუქტი.

„ყველაზე მეტი კითხვა, რომელიც მომხმარებლისგან შემოდის ჩვენთან, 14 დღიანი დაბრუნების ვადას ეხება. ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე კარგად განსამარტი საკითხი ჩვენი მხრიდან და ჩვენ ამისთვის შესაბამისი კამპანიის ფარგლებში ვემზადებით. 14 დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა ეხება მხოლოდ ონლაინ შესყიდვის პროცესს და ონლაინ შესყიდულ პროდუქციას, ასევე ე.წ. სარეწს გარეთ დადებულ ხელშეკრულებას. ანუ, მაღაზიის გარეთ, დახლზე შესყიდულ პროდუქციას და ა.შ. თუმცა, აქაც 14 დღიანი დაბრუნების შესაძლებლობა არ არის უპირობო - თუ მაგალითად, პროდუქციაზე აღმოჩენილი იქნება მოხმარების კვალი ან თუ პროდუქცია იქნება დაზიანებული. ასევე, არის რიგი სპეციფიკური პროდუქტები, რომლის შენახვის პირობებმა და მოხმარებამ ჰიგიენური თუ სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება გავლენა მოახდინოს პროდუქციის ხარისხზე - მსგავსი შემთხვევები დეტალურად იქნება განმარტებული ჩვენს კანონქვემდებარე აქტში,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ირაკლი ლექვინაძემ.

რაც შეეხება პროცედურებს, სააგენტოს საჩივრის მიღებიდან 10 დღიანი პერიოდი აქვს საჩივრის დაშვებისთვის, დაშვებიდან ერთთვიან პერიოდში კი მომხმარებელს უნდა აცნობოს დადგინდა თუ არა დარღვევა. განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, როდესაც საკითხი ითხოვს ექსპერტიზას, განხილვა შესაძლოა, სამ თვემდე გაგრძელდეს. დარღვევის დადგენის შემთხვევაში მოვაჭრე დაჯარიმდება. ჯარიმა განისაზღვრება მოვაჭრის წინა წლის ბრუნვის 2%-მდე მოცულობით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023