ბიზნესი
24/03/2020

შიდა ფრენებიც შეწყდა

საერთაშორისო ფრენებთან ერთად შიდა ფრენებიც შეწყდა. დახურულია ნატახტარის აეროდრომი.

როგორც “ბიზნესპარტნიორს” აეროდრომის მფლობელი კომპანიის “სერვისეარის” დამფუძნებელმა ამირან მანჯავიძემ განუცხადა, მთავრობასთან შეთანხმებით, კომპანიამ ფრენა 21 მარტიდან შეწყვიტა. მიმდინარე თვის ზარალი კი 180 ათას დოლარს გადააჭარბებს.

კომპანიის დამფუძნებელი ვერ აკონკრეტებს როდიდან განაახლებს აეროდრომი მუშაობას, თუმცა აღნიშნავს რომ საჭიროების შემთხვევაში “სერვისეარი” მთავრობას უსასყიდლოდ მოემსახურება.

“უკვე შევთავაზეთ მთავრობას და მზადყოფნა გამოვთქვით, რომ მნიშვნლოვანი შემთხვევებისთვის, ექიმების გადასაადგილებლად ან სხვა საჭიროებისთვის უფასოდ მოვემსახურებით” – აღნიშნავს მანჯავიძე “ბიზნესპარტნიორთან”.

მისივე თქმით, კომპანია თანამშრომლებს მარტის ხელფასს სრულად გადაუხდის. “რაც შეეხება აპრილს, ვცდილობთ გამივნახოთ რესურსი რომ თანამშრომლებისთვის ხელფასის 70%-ის ანაზღაურება შევძლოთ” – აცხადებს ამირან მანჯავიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023