ბიზნესი
06/02/2023

შინაო: ქსელურ მაღაზიებში პროდუქცია რომ შეიტანო დიდ თანხებთანაა დაკავშირებული

კომპანია, „შინაო“ კიდევ ერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ქსელურ მაღაზიებთან თანამშრომლობის პრობლემებზე საუბრობს.

როგორც გაყინული ბოსტნეულის საწარმოს  კომერციული დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი  გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-თან აცხადებს, „შინაოს“ პროდუქცია  ქსელურ მარკეტებში  ვერ შედის, მიზეზი კი მათი მხრიდან დაწესებული მაღალი გადასახადია. მისი პროგნოზით, თუ არსებული პრობლემა არ მოგვარდება, სავარაუდოდ პროდუქცია ექსპორტზე ევროპის ბაზარზე გავა.

"შენი პროდუქცია რომ შეიტანო  და განათავსო, საკმაოდ დიდ  თანხებთანაა დაკავშირებული. წარმოუდგენელია, რომ დამწყებმა კომპანიამ ეს თანხა გადაიხადოს. გარდა ამ ღირებულებისა საჭიროა ძალიან ბევრი აქტივობა, როგორიცაა მარკეტინგული მომსახურება და სხვა.“ - აცხადებს გიორგი ქვრივიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსგავს პრობლემებზე არაერთი მცირე და საშუალო მეწარმე საუბრობს.

რაც შეეხება „შინაოს“, ის  ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს თერმულად დამუშავებულ, გაყინულ ხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს დაქუცმაცებული სახით სთავაზობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023