ბიზნესი
12/04/2023

"შოკოტელა" სექტემბერში თბილისში ახალ მაღაზიებს გახსნის

ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი კომპანია „შოკოტელა“ წლის ბოლომდე ბრენდული მაღაზიების ქსელის განვითარებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა, ჯერჯერობით, წარმოების გაზრდაზე მიდის მუშაობა და უკვე ამის შემდგომ, ახალი ფილიალებიც გაიხსნება.

„თუ რამე არ შეიცვალა, წესით, სექტემბერში თბილისში რამდენიმე ახალ ბრენდულ მაღაზიას გავხსნით. საწყის ეტაპზე, მოლებს ავითვისებთ. გვინდოდა, მაღაზიის გახსნა ბათუმშიც, მაგრამ წელს ეს ამბავი არ გამოვიდა, ამიტომ, სამომავლო გეგმებში დავტოვეთ ბათუმის ფილიალის გახსნა“,- განმარტა მარიამ კაპანაძემ.

მისივე თქმით, კომპანიის წლევანდელ გეგმებში გუნდის და საწარმოს გაფართოება, ასევე ახალი პროდუქტების შექმნა შედის.

აღსანიშნავია, რომ პროდუქციის საკუთარ ბრენდულ მაღაზიაში რეალიზაციის გარდა, „შოკოტელა“ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კომპანიებთანაც თანამშრომლობს და მათთვის სასაჩუქრე ნაკრებებს ქმნის.

„მაგალითად, საახალწლოდ, ვითანამშრომლეთ სხვადასხვა სასტუროებთან. მათ შორის, Pullman-თან, რომელმაც სასაჩუქრე ნაკრებები შეგვიკვეთა. გარდა ამისა, ვითანამშრომლეთ ძალიან ბევრ ქართულ, თუ არაქართულ კომპანიასთან. წელს, 30-ამდე კომპანია იყო ჩვენი დამკვეთი“, - აღნიშნა მარიამ კაპანაძემ.

ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023