ფოტო: 1tv.ge
ბიზნესი
09/02/2022

შოთა ბურჯანაძე: სარესტორნე ბიზნესის გვერდით დგომაში ნათია თურნავას ლომის წილი მიუძღვის

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ნათია თურნავას მინისტრობას დადებითად აფასებს. როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა. 

"დარგისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება მიღწევადი იყო როგორც პირველ პრემიერთან (გიორგი გახარია), ისე მეორე პრემიერთან (ირაკლი ღარიბაშვილი). ამ დროს შუამავალი რგოლი ხშირ შემთხვევაში უშუალოდ ეკონომიკის სამინისტრო და მინისტრი იყო. პანდემიის პერიოდში, იყო საკითხები, რომელიც გადაუწყვეტელი იყო, ამ ვითარებაში პაატა იმნაძის და ამირან გამყრელიძის "კანტორა" მუშაობდა საწინააღმდეგოდ. არა მარტო პანდემიასთან მიმართებაში, დარგთან ურთიერთობასა და გვერდში დგომაში ნათია თურნავას ლომის წილი მიუძღვის. მასთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს იყო", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

რაც შეეხება ეკონომიკის ახალ მინისტრს ლევან დავითაშვილს, შოთა ბურჯანაძეს მასთან დაკავშირებითაც პოზიტიური მოლოდინები აქვს. 

"გადაკვეთის წერტილები ლევან დავითაშვილთანაც იყო. მასთან მიმართებაშიც შემიძლია დადებითი ვთქვა. მომავალი გვაჩვენებს, რა მიდგომა ექნება. მოლოდინი ნეგატიური ნამდვილად არ არის და პოზიტიურადაც შეიძლება შეფასდეს. პრობლემურ საკითხებთან მხოლოდ მინისტრების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება არ არის, მთავარია სისტემური მიდგომა. დარჩენილი შეზღუდვები ჩვენი დარგისთვის პრობლემაა, მისი მოხსნა კი, მხოლოდ მინისტრის დონეზე არ წყდება. ამ ვითარებაში მიდგომა შესაცვლელია როგორც ჯანდაცვის სამინისტროსგან, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და პრემიერისგან. ვერ გეტყვით, ამ საკითხებში გადამწყვეტ როლს ითამაშებს თუ არა ეკონომიკის ახალი მინისტრი, მაგრამ მასთან კომუნიკაცია აუცილებლად გვექნება", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე. 

მისი თქმით, რეგულაციებთან დაკავშირებით მსოფლიოში მიდგომა შეცვლილია. არსებული შეზღუდვები ვირუსის გავრცელებას ვერ აჩერებს და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. 

"დღეს ვერცერთი რეგულაცია ვირუსს ვერ აკავებს, ის უბრალოდ ფურცელზე დაწერილია და მხოლოდ ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკის მინისტრის მიდგომაც შესაბამისი უნდა იყოს - ხელი შეუწყოს რეგულაციების მოხსნას და ეკონომიკის განვითარებას. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოიხსნა რეგულაციები, რადგან ის პრევენციას ვეღარ ახდენს", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.  

ცნობისთვის, ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე მის ადგილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებს. ლევან დავითაშვილს კი, თანამდებობაზე ოთარ შამუგია ჩაანაცვლებს.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023