ბიზნესი
12/11/2020

"შუხმან ჯგუფი" სამედიცინო სპა მიმართულების განვითარებას გეგმავს

კომპანია „შუხმან ჯგუფი“ სამედიცინო სპის მიმართულების განვითარებას გეგმავს.

კომპანიის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სამედიცინო ტურიზმი ის მიმართულებაა, რომლითაც საქართველომ ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთი კონკურენტინარიანი ადგილი უნდა დაიმკვიდროს. 

მისი განცხადებით, “შუხმან ვაინს ჯორჯია“ დივერსიფიცირებული ბიზნესის ფარგლებში აქტიურად მუშაობს სპის განვითარების კონცეფციაზე.

„პირველი პროექტი, რომელიც კომპანიამ შექმნა იყო ღვინის სპა. შექმნილია ღვინის კოსმეტიკის ხაზიც, რომელიც ექსკლუზიურად ჩვენთან მოსული სტუმრებისთვის გამოიყენება. მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, „შუხმან ჯგუფმა“ „მეიდან ჯგუფთან“ ერთად, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე „შუხმანის ღვინის სპაც" გახსნა, რომელიც  კახეთში არსებული ღვინის სპის ანალოგია, თუმცა მას გამაჯანსაღებელი სხვა ბალნეოპროცედურებიც,“ - აცხადებს აბრამიშვილი.

მისი ინფორმაციით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის და „შუხმან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია.

როგორც აბრამიშვილი აღნიშნავს, პანდემიიდან გამომდინარე „შუხმან შატოს“ საერთაშორისო ვიზიტორები აღარ ჰყავს, თუმცა კომპანიამ ჩამოსული ტურისტების ქართველებით ჩანაცვლება მოახერხა. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი და კარგია.  

„ეს მნიშვნელოვანია არამარტო „შუხმანისთვის“ ან არამარტო კახეთისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ქართველებმა დაიწყეს ადგილობივად ტურისტულ ადგილებში სიარული და მათი ნდობა, რაც  ნიშნავს იმას, რომ ეს სამომავლოდ გაზრდის მათ ლოიალობის მაჩვენებელს და ქართულ ეკონომიკაში დარჩება მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს აბრამიშვილი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023