ბიზნესი
25/01/2022

შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით დამზადებული 1 კილოგრამი ყველი 120 ლარი ღირს

დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით ყველის წარმოება დაიწყო. 5 სახეობის შვეიცარული რეცეპტით დამზადებული ყველი სარეალიზაციო ქსელში 2 კვირაა იყიდება.

პროექტს ახორციელებს შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“, რომლის დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილია. პროექტს ბიზნესმენი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, ამჟამად ყველი მხოლოდ “ბლაუენშტაინ საქართველოს“ მაღაზიათა ქსელში იყიდება. სამომავლოდ დაგეგმილია როგორც HoReCa სექტორთან თანამშრომლობა, ისე ყველის ექსპორტზე გატანაც.

„ბლაუენშტაინ საქართველოს“ ქსელში 100 გრამი მთის დავარგებული ყველის, მუჩლის, რაკლეტის და კამამბერის ფასი 12 ლარია, 100 გრამი კრემყველის ღირებულება კი 6 ლარი. შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასიის” დირექტორი აცხადებს, რომ ყველაზე მოთხოვნადი „რაკლეტის“ სახეობის ყველია.

მახარაძის განცხადებით, ყველი „კავკასიის“ ბრენდით იყიდება.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში  შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. შვეიცარიულმა აგრარული სკოლამ “კავკასია“ პირველი 10  სტუდენტი უკვე მიიღო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023