ბიზნესი
22/09/2023

"სითიზენმა" თიბისისა და საქართველოს ბანკთან სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

კომპანია "სითიზენმა" მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტი - CITYZEN Central Park-ის მშენებლობისათვის  თიბისისა და საქართველოს ბანკთან  200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

CITYZEN Central Park პრემიუმ კლასის პროექტია, რომელიც  4 საცხოვრებელ ბლოკსა და ერთ ბიზნეს თაუერს გააერთიანებს. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 23 000 კვ. მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა.

ცნობილია, რომ საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება და ყველაზე მაღალი პროექტი 22 სართულისაგან იქნება შემდგარი. პროექტს, უდიდესი რეკრეაციული სივრცის გარდა, განსაკუთრებული ლოკაცია, ხედები, მრავალფუნქციურობა და თანამედროვე არქიტექტურა გამოარჩევს. კომპლექსის D და C ბლოკების გაყიდვა უკვე დაწყებულია. A, B და T ბლოკების გაყიდვა კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც საქართველოს ბანკის კორპორატიული გაყიდვების სექტორის უფროსი, ირაკლი კიკალიშვილი აცხადებს, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, რომლის ფარგლებშიც 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

"სასიამოვნოა, როცა შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი საინტერესო და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში, როგორც CITYZEN Central Park-ია. მისი სახით თბილისს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება, რომელსაც ქალაქში ყველაზე დიდი ეკომეგობრული, ZEN სივრცე ექნება. სწორედ ამიტომ, მშენებლობის პროცესში ერთდროულად არქიტექტურის უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები გამოიყენება,"- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორატიული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

როგორც თიბისის თიბისი კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ნათია სონიშვილი განმარტავს, თიბისიში, დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად, ერთიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც სრულ ჯაჭვს გულისხმობს: არამარტო მშენებლობის დაფინანსებას, არამედ პროექტის რისკების შესწავლას, მონიტორინგსა და ბოლოს იპოთეკური ცენტრითა და შეთავაზებებით გაყიდვებში მხარდაჭერას. შესაბამისად, კომპანია "სითიზენთანაც“ სწორედ ამ მიდგომით თანამშრომლობენ.

"ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის - ეგრეთ წოდებული "ზაკვოს“ უფუნქციოდ დარჩენილი შენობა, თიბისის მხარდაჭერით, სულ მალე ახალ დატვირთვას და სიცოცხლეს შეიძენს. მოხარული ვარ, რომ "სითიზენისა“ და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას საცხოვრებლად თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს სთავაზობს, სადაც ტერიტორიის ნახევარი რეკრეაციულ ზონას უკავია,"-განაცხადა თიბისის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია სონიშვილმა.

კომპანია "სითიზენის" დირექტორის, გოგა მაჭავარიანის მტკიცებით, აღნიშნული პროექტი უბრალოდ საცხოვრებელ ადგილზე მეტია, სადაც ადამიანს საშუალება ეძლევა ისე იცხოვროს როგორც თავად უნდათ.

"კომპლექსი თბილისის ცენტრალურ პარკთან ძალიან ახლოსაა - ის თბილისის ორი ცენტრალური უბნის, საბურთალოსა და ვაკის მიჯნაზე შენდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ორი უდიდესი ბანკის, თიბისისა და საქართველოს ბანკის მხრიდან ერთობლივი მხარდაჭერა გვაქვს“, - აცხადებს "სითიზენის“ დირექტორი, გოგა მაჭავარიანი. 

შეგახსენებთ, კოომპანია „სითიზენის“ მულტიფუნქციური პროექტი, CITYZEN Central Park თბილისში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, მიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის (ზაკვოს) ნაცვლად აშენდება და მისი ჯამური ინვესტიცია 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023