ბიზნესი
21/10/2020

"სოკარ ენერჯი ჯორჯია" ყიზილაჯლოში სპორტულ კომპლექსს ააშენებს

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში "სოკარ ენერჯი ჯორჯია" მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტულ კომპლექსს ააშენებს.

მშენებლობა,1157 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე  8 თვეში დასრულდება და მისი საინვესტიციო ღირებულება  2,400,000 ლარია.

კომპლექსი დახურულ მულტიფუნქციური სპორტული სივრცე იქნება სხვადასხვა სპორტული სახეობებისათვის, როგორიცაა: კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის,  გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე.

კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სოკარის პრეზიდენტმა, ბატონ როვნაგ აბდულაევმა, სოკარის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა - ვაგიფ ალიევმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მერმა - ზაურ დარგალმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.   

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023