ბიზნესი
25/03/2023

სოციალური კონცეფციის მაღაზია "ესკი" ონლაინ პლატფორმას შექმნის

სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“, რომელიც ქართული სოციალური საწარმოების პროდუქციას აერთიანებს, ონლაინ პლატფორმის შესაქმნელად მუშაობას იწყებს.

როგორც სოციალურ საწარმოთა ალიანსის დირექტორმა, სალომე კუსიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, პლატფორმის სატესტო ვერსიის გაშვება მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება.

პლატფორმა ალიანსის წევრი სოციალური საწარმოების მიერ შექმნილ პროდუქციას ერთ სივრცეში, ამჯერად, ონლაინ პლატფორმაზე გააერთიანებს. შედეგად, როგორც ალიანსის დირექტორი აცხადებს, გაიზრდება, როგორც გაყიდვების მაჩვენებელი, ასევე ქართულ ნაწარმზე ხელმისაწვდომობაც.

„ამ ეტაპზე "ესკი" ფაქტობრივად მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობაზეა გათბვლილი, პლატფორმის ამოქმედება კი საშუალებას მოგვცემს დავფაროთ მთლიანად საქართველო. ეს ერთი მხრივ გაზრდის რეალიზაციის მაჩვენებელს, მეორე მხრივ კი, უფრო ფართო აუდიტორიას მისცემს ხელმისაწვდომობას ჩვენს პროდუქციაზე. ინიციატივა კიდევ უფრო წამახალისებელია დამწყები სოციალური საწარმოებისთვის, რომელთაც საკუთარი სარეალიზაციო არხი არ აქვთ და ასევე, მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლებაც,“ - აცხადებს სალომე კუსიანი.

საქართველოში წარმატებული ოპერირების შემდეგ, "ესკი" პლატფორმის საერთაშორისო ბაზარზე გაშვებასაც გეგმავს. როგორც ალიანსის დირექტორი აღნიშნავს, ქართულ პროდუქციაზე უცხოეთიდან ინტერესი უკვე არსებობს.

შეგახსენებთ, სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით სოციალური კონცეფციის უნიკალური მაღაზია "ესკი" გასული წლის სექტემბერში გაიხსნა და ქართველი მეწარმეების პროდუქცია ერთ სივრცეში გააერთიანა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023