ბიზნესი
25/02/2023

Spacebox: გაყიდვების 200%-იანი ზრდა გვაქვს

შოკოლადის ბოქსების ქართულ კომპანიას, წინა წელთან შედარებით, გაყიდვები 200%-ით გაეზარდა.

როგორც Spacebox-ის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, გაიზარდა არა მხოლოდ საცალო გაყიდვების რიცხვი, ასევე კორპორატიული დაკვეთებიც.

"2022 წლის დეკემბრის თვის შედეგი ნამდვილად საამაყო იყო ჩვენი კომპანიისთვის. რა თქმა უნდა, სფეისბოქსი უფრო მეტად დაიხვეწა და ერთგული მომხმარებლების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წლის მთავარი მიზანია გაყიდვების არხების გაფართოება.

დღეს შოკოლადის ყუთის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ სივრცეში, ხოლო უახლოეს მომავალში მომხმარებელს უკვე შეეძლება ჩვენს შოკოლადის ლაბორატორიაში სტუმრობა. ჩვენი თავდაპირველი მიზანი კი უცვლელი რჩება, ის რომ სფეისბოქსი იყოს მეტი, ვიდრე უბრალოდ შოკოლადის ყუთი"-აცხადებს Spacebox-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ანუკა კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ შოკოლადის ბოქსების ქართული ბრენდი, გემოების დაუვიწყარი მოგზაურობისთვის შეიქმნა და მისი კონცეფცია Spacebox-ი ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023