ბიზნესი
01/10/2020

სპეცმმართველს შეუძლია "კავკასუსს" მოგების განაწილება და დივიდენდის გაცემა შეუზღუდოს

კომუნიკაციების კომისიას "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველი შეყავს. დროებით თანამდებობაზე მარიამ სულაბერიძე დაინიშნა.

ახლა სპეცმმართველმა უნდა უზრუნველყოს "კავკასუს ონლაინის" მფლობელ კომპანია “ნელგანდო ლიმითედში” ხვიჩა მაქაცარიას მიერ ნასიბ ჰასანოვისთვის მიყიდული 49%-იანი წილის უკან დაბრუნება, ისე, რომ ხვიჩა მაქაცარიას წილი კვლავ 100%-მდე შეივსოს.

სპეცმმართველი კომპანიაში დარჩება, ვიდრე წილების დაბრუნება არ მოხდება. მას  შეეძლება "კავკასუს ონლაინს" შეუწყვიტოს მოგების განაწილება, დივიდენდის გაცემა თუ ხელფასების ცვლილება. 

"კავკასუს ონლაინის" მფლობელი კომპანიის 49%-იანი წილი 2019  წლის აგვისტოში გასხვისდა, წილის გასხვისებამდე კომპანიას კომუნკაციების კომისიისგან ოფიციალური თანხმობა არ მიუღია, რის გამო უკვე 1 წელია კომისია წილების თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს და კომპანია არაერთხელ დააჯარიმა. 

"კავკასუს ონლაინმა" ცოტა ხნის კომისიას  ჩიხური ვითარებიდან გამოსასვლელად ახალი სქემა შესთავაზა, რომ მოხდებოდა  49%-იანი წილის დაბრუნება  ყოფილ მფლობელ ხვიჩა მაქაცარიაზე, თუ  ამავე ტრანზაქციის ფარგლებში, მიიღებენ ნებართვას, შემდგომ  100% გასხვისდება მოხდეს ნექსოლ ჰოლდინგის  მფლობელობაში არსებულ კომპანია ბაქსელზე, რაც  კომუნიკაციების კომისიამ განუხილველად დატოვა. 

კომპანიის მენეჯმენტი ამბობს, რომ კომპანიის არც ერთ მენეჯმენტს არ აქვთ ბერკეტი მესამე პირებს შორის მომხდარი ტრანზაქცია შეაბრუნონ, ამიტომ სპეცმმართვლი კომპანიაში ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით შედის.

სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიას  თბილსიის საქალაქო სასამართლოში  შეუძლია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023