ბიზნესი
29/07/2020

სტიქიის გამო "სანსეტ შოვი“ დამსვენებელს ვერტმფრენით მოემსახურება

სტიქიის პირობებში სასტუმრო „სანსეტ შოვი“ თავის დამსვენებელს ვეტმფრენით მოემსახურება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კითხვაზე ვისი ბიუჯეტიდან დაიფარება ვეტმფრენის მომსახურების საფასური, ამაზე სასტუმროში პასუხი ამ ეტაპზე არ აქვთ. „სწორედ აღნიშნულ დეტალებზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები. თუ უწყება გაიღებს ხარჯს ხომ კარგი, თუ არადა ამას  ჩვენი ბიუჯეტიდან მოვაგვარებთ“, - აცხადებენ სასტუმროში.

მათი განმარტებით, სტიქიას „სანსეტ შოვის“ ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია. რაც შეეხება სასტუმროში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციას, გათიშულია ელექტროენერგია, თუმცა, პრობლემას „სანსეტ შოვი“ საკუთარი დენის წყაროთი აგვარებს. „გვაქვს  წყლის მარაგებიც, არ შეგვშინებია ამ კუთხით. ერთადერთი პრობლემა რაც გვაქვს ეს არის სტუმრების გადაადგილება,“ - აცხადებენ „სანსეტ შოვში“.

მათივე განცხადებით, თუ გზაზე მოძრაობა დროულად ვერ აღდგება, შესაძლოა ჯავშნების ნაწილი გაუქმდეს.  

„ხალხი ბარგით მოდის და მგონი დისკომფორტი იქნება ვეტმფრენით გადმოყვანა. ვის როგორ უღირს გააჩნია. ამ დროისთვის ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა, საუბარია მათ სხვა პერიოდზე გადაცვლაზ,“-აცხადებენ სასტუმროში.

როგორც ცნობილია, ონში სტიქიაა. 28 ივლისს, მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

დაზიანებულია 10 ხიდი, ჩაიხერგა სოფლამდე მისასვლელი გზები, დაიტბორა სოფელ ნაკიეთის ერთ - ერთი უბანი, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023