ბიზნესი
20/01/2021

სუბსიდირების პროგრამამ თბილისში ახალაშენებული ბინების ბაზარი 13%-ით გაამჯობესა

2020 წელს თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი პროექტების ტრანზაქციების რიცხვი შემცირდა.

Colliers International Georgia-ს მონაცემებით, 2020 წელს თბილისში, ტრანზაქციების რაოდენობა ახალ და ძველ პროექტებში 18%-ით არის შემცირებული.

სუბსიდირების პროგრამის შედეგად, 2020 წლის მეორე ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში, ახალაშენებული ბინების ბაზარი 13%-ით გაუმჯობესდა.

თბილისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მთაწმინდაზე 9%-ით გაიზარდა, გლდანსა და ნაძალადევში კი, 7-7%-ით.

„კრწანისსა და ისანში ძველი აშენებული ბინების ფასის ზრდა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ ძველ/ძვირადღირებულ უბნებთან, როგირიცაა აბანოთუბანი და ავლაბარი“,- აცხადებენ Colliers International Georgia-ში.

ბათუმში, 2020 წელს ტრანზაქციების რიცხვი ახალ და ძველ საცხოვრებელ პროექტებში 29%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით შემცირდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023