ბიზნესი
21/08/2023

Sweet heart - სოციალური კაფე, რომელიც შშმ პირთა დასაქმებას უწყობს ხელს

სოციალური კაფე Sweet heart კადრების დეფიციტის წინაშე დგას. მისი კოორდინატორი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ კვალიფიციურ კადრებს აქტიურად ეძებენ, რაც მათთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

"ამ ეტაპზე 9 დასაქმებული გვყავს, რომელთაგან 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია,“ - ამბობს Sweet heart-ის კოორდინატორი ეველინა შაგინოვა.

მისი ინფორმაციით,  სოციალური კაფის მიზანი, შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირთა დასაქმების ხელშეწყობა და ამავდროულად, ინკლუზიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

„როდესაც მომხმარებლები ინფორმაციას იღებენ, რომ ჩვენთან  შშმ პირები არიან დასაქმებული, ძალიან უხარიათ და ამ პროექტით აღფრთოვანებულები არიან“ - აცხადებს შაგინოვა.

სოციალური კაფე Sweet heart-მა ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლიდან დაიწყო.

პროექტი "საქართველოს კარიტასის" ინიციატივით განხორციელდა. გერმანიის კარიტასის (Caritas Deutschland) და პოლონეთის საელჩოს (Polish Embassy Tbilisi) მხარდაჭერით სოციალურ კაფეს სივრცის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე ყველა საჭირო დანადგარითა  და ავეჯით სათანადოდ აღიჭურვა.

ამჟამად კაფეში მომხმარებელს საკონდიტრო ნაწარმსა და ბურგერ-სენდვიჩებს სთავაზობენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023