ბიზნესი
23/02/2023

"თამაშობანა" - ქართული თამაშები, რომლებიც თაობებს აერთიანებენ

„თამაშობანა“ ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანია სხვადასხვა თაობის ადამიანების თამაშის გზით გაერთიანება. კომპანია 7 წლის წინ შეიქმნა და ამ დრომდე 15-მდე საავტორო სამაგიდო თამაში აქვს შექმნილი.

„თამაშობანას“ პროდუქცია ადამიანებს ეხმარება სწავლაში, გართობასა და ახალი უნარების შეძენაში. თითოეული თამაშის შექმნის პროცესი კომპლექსურია — თავდაპირველად განისაზღვრება მიზანი, ამოცანა, გამოწვევა, რომელიც ამ პროცესში უნდა გადაიჭრას. ეს პროცესი გაიარა „თამაშობანას“ გამორჩეულმა თამაშმა ,,იოგა ბავშვებისთვის“, რომელიც ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

,,ვფიქრობ, წარმატების საიდუმლო ინგრედიენტი ჩვენი, დამფუძნებლებისა და კომპანიაში მომუშავე თითოეული ადამიანის სიყვარულია, რომელიც ამ ბრენდის მიმართ გვაქვს“ - ნაუ სონღულაშვილი, კომპანიის დამფუძნებელი.

სწორედ კომპანიის მიმართ სიყვარულმა და პროდუქტების განვითარებაზე უწყვეტად მუშაობამ მიიყვანა ,,თამაშობანა“ Speilwarenmesse-ზე, სათამაშოების ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე ჯერ 2019, შემდეგ კი 2023 წელს. „თამაშობანას“ დამფუძნებლის აზრით, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებისთვის გამოფენებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ ღონისძიებებზე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ აუდიტორიასთან, გაეცნონ თანამედროვე ტენდენციებს და შეიძინონ მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორები

„სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით პირველად 2019 წელს მოვხვდით ამ გამოფენაზე. მაშინ სექტორიდან მხოლოდ 4 კომპანია ვიყავით, რადგან ეს სფერო არცთუისე პოპულარული იყო. სწორედ სააგენტოს მხარდაჭერისა და დაუზოგავი შრომის შედეგია, რომ ქვეყნის განვითარების კუთხით, სათამაშოების სექტორი პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე მზარდია“ - ნაუ სონღულაშვილი, ,,თამაშობანას“ დამფუძნებელი.

2023 წელი ,,თამაშობანასთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. წელს, კომპანიას უამრავი საექსპორტო პროექტი ელოდება. ასევე, წლის ბოლოს იგეგმება ,,თამაშობანას“ კონცეპტუალური სივრცის გახსნა, რომელიც ღია იქნება ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს დაისვენოს, შეიმეცნოს, გაერთოს და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ითამაშოს.

სათამაშოების სექტორი საქართველოში დღითი დღე ვითარდება და იზრდება. განსაკუთრებით კი იზრდება მეწარმე ქალების რიცხვი, რომლებიც ქართული კომპანიების სახელებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ამკვიდრებენ.

,,ქალბატონებს ვურჩევდი რომ არასდროს დაკარგონ საკუთარი თავისა და იდეის რწმენა. იყვნენ უფრო მეტად გამბედავები, რადგან არ არსებობს უშეცდომო გზა და ყოველთვის დაიტოვონ დრო სწავლისა და თვითგანვითარებისთვის“ - ნაუ სონღულაშვილი, ,,თამაშობანას“ დამფუძნებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023