ბიზნესი
29/03/2021

თამაზ დაუშვილი: ძალიან ბევრ სამშენებლო კომპანიას გაყიდვები უჭირს

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულთან“ აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყანაში მოთხოვნა საკმაოდ შემცირებულია. მაგალითისთვის ბიზნესმენს სამშენებლო სექტორი მოჰყავს.

„ძალიან ბევრ სამშენებლო კომპანიას უჭირს გაყიდვები. გასულ წელს ეს იყო ინერცია, ძალიან კარგად იმუშავა სუბსიდირების  პროგრამამ, მაგრამ ეს იყო გარკვეულ პერიოდზე გათვლილი. წელს ერთობლივი მოთხოვნა შემცირებულია.

აქედან გამომდინარე, აქტიურად იგრძნობა ჩვენს სფეროში, რომ აღდგენა შეფერხდა. შესაბამისად, მთავარი ამოცანა არის ის, რომ ეკონომიკა გაიხსნას რაც შეიძლება სწრაფად. აქ არსებობს სხვა საფრთხეები, მათ შორის ის, ეკონომიკის სწრაფად გახსნას მოჰყვება თუ არა მესამედ დაკეტვა. ეს საერთოდ კატასტროფა იქნება,“ - აცხადებს დაუშვილი.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023