ბიზნესი
11/03/2022

თამაზ დაუშვილი: რეგიონში ომი ინვესტორების ნდობას შეამცირებს

"დიოს" მმართველი პარტნიორი 2022 წელს საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესების შემცირებას ელის.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" თამაზ დაუშვილი განმარტავს, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ნაკლები იქნება რეგიონის მიმართ ნდობაც. 

„როგორი იქნება მიმდინარე წელს ინვესტორების ინტერესი, ეს დამოკიდებულია იმაზე როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფონზე, ზოგადად რეგიონის მიმართ დაბალი ინტერესი იქნება, შემცირდება ნდობაც. ამის საპირწონედ კი არაფერი არ გვაქვს. სხვა არანაირი ფაქტორი არ არსებებს რამაც შეიძლება გაანეიტრალოს არსებული რთული ვითარება.“-აღნიშნავს თამაზ დაუშვილი.

მისივე თქმით, ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებული. მათ შორის, ერთ-ერთი აუცილებელია სასამართლო რეფორმის დაჩქარება.

„იქნება რთული წელი, ბევრი გამოწვევით და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრობლემების მოგვარებაში როგორც მთავრობის ისე საპარლამენტო გუნდის ჩართულობა იყოს მაღალი. მთელი პოლიტიკური სპექტრის აქტივობას უნდა ვხედავდეთ",- აღნიშნა დაუშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოში 1 მლრდ 152 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით ორჯერ მეტია, თუმცა პანდემიამდელ ნიშნულს მკვეთრად ჩამორჩება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023