ბიზნესი
21/07/2023

"თანამედროვეობაში თვითმფრინავი აღარ არის ფუფუნების საგანი“-აეროკლუბი “ავიატორი “

"თანამედროვეობაში თვითმფრინავი აღარ არის ფუფუნების საგანი, ეს არის გადაადგილების ჩვეულებრივი საშუალება,“-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს“ აეროკლუბი ''ავიატორის'' თანადამფუძნებელმა, გიორგი კაკაშვილმა განუცხადა.

როგორც აეროკლუბის  თანადამფუძნებელი აღნიშნავს, საქართველოში აეროკლუბები ისეთი განვითარებული არ არის, როგორც ევროპაში, რისი მიზეზიც 30 წლიანი სამართლებრივი ჩამორჩენა გახდა, რომელიც გასული 2 წლის განმავლობაში დარეგულირდა. აღნიშნულმა კი აეროკლუბებს  სექტორის მეტად განვითარების საშუალება მისცა.

აღსანიშნავია, რომ საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანამ კაკაშვილის განმარტებით,  ერთის მხრივ, სექტორი კანონით დარეგულირა და ამასთან პროცესი მეტად გაამარტივა.

„ორი მიმართულებაა, რომელიც საერთო დანიშნულების ავიაციას უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში, აღზარდოს კადრები, ვინაიდან ქვეყანაში ვერტმფრენის პილოტის დეფიციტია. მეორე - ავიაცია ტურიზმის განვითარებას მმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,"- აცხადებს კაკაშვილი.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანას საერთაშორისო აეროკლუბების წევრები სტუმრობენ, ისინი ქვეყნის რელიეფით აღფრთოვანებულნი რჩებიან,  თუმცა ამავდროულად უკვირთ ის, თუ რატომ არ არის  ეს სექტორი განვითარებული.

როგორც აეროკლუბის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ქვეყანას პირველ რიგში ცნობიერების ამაღლება აკლია და პატარა კერები, სადაც ადამიანები გაერთიანდებიან.

მისივე მტკიცებით, მალე არაერთი მცირე აეროკლუბი გაჩნდება, რომლებიც ერთმანეთთან ითანამშრომლებს.  

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023