ბიზნესი
23/12/2022

"თბილღვინო" უკვე ახალ ზელანდიაშიც იყიდება

კომპანია „თბილღვინოს“ მიერ წარმოებული ღვინო უკვე ახალ ზელანდიაშიც იყიდება. კოპანიამ მიმდინარე წელს 10 ახალი პარტნიორი მოიძია. „თბილღვინოს“ 2022 წლის მიღწევებსა და სიახლეებზე „ბიზნესპარტნიორი“ კომპანიის დამფუძნებელს ზურაბ მარგველაშვილს ესაუბრა.

„გავაძლიერთ არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობა. 2-2 ახალი კონტრაქტორი დავიმატეთ ისეთ ქვეყნებში, სადაც ისედაც ვიყავით წარმოდგენილები, კერძოდ - უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში. ამასთან, შევედით ისეთ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა დაბალია, კერძოდ - ახალ ზელანდიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში. შემიძლია ვთქვა, რომ 2022 წელი, რომელიც იყო გამოწვევების წელი, ვაქციეთ შესაძლებლობების და გაძლიერების წლად“,- აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, 2022 წელს რეპუტაციული რისკის დაზღვევისთვის შეაჩერა და დღემდე შეჩერებული აქვს რუსეთში გადატვირთები. გარდა ამისა, მიმდინარე წლის მიღწევებში, „თბილღვინოს“ დამფუძნებელი ლონდონში, 3 სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მიღებულ 49 მედალსაც ასახელებს, რომელიც ქართული ღვინის კიდევ ერთი გამარჯვებაა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს „თბლილღვინომ“ ვენახების გაშენებაც განაგრძო და მისი ვენახების ფართობი უკვე 400 ჰექტარს გადასცდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023