ბიზნესი
11/05/2021

თბილისი ცენტრალი: სავაჭრო მოლები დიდხანს ვერ გაძლებენ, ვაკანტური ფართები გაიზრდება

თბილისი ცენტრალის გენერალური დირექტორის განცხადებით, სავაჭრო ცენტრებში მომხმარებელთა რაოდენობა პანდემიამდელი მაჩვენებლების 25-30%-ს შეადგენს.

ლევან ყარალაშვილის განმარტებით, სავაჭრო ცენტრები არჩევანს ცუდსა და უარესს შორის აკეთებენ და მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია, მუშაობას შემცირებული მომხმარებლების ფონზე, მაინც აგრძელებენ.

„ჩვენ ვიყავით არჩევანის წინაშე ცუდსა და უარესს შორის, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია. მიუხედავად ამისა მაინც ვაგრძელებთ ოპერირებას და შედეგად, ჩვენს მოიჯარეებს ხარჯები გაეზარდათ, მაგრამ დაკეტვას სჯობს, რადგან მინიმალური ქეშის გენერაცია მაინც ხდება ამ პერიოდში. ცენტრებისთვის ეს საკითხი, რა თქმა უნდა მტკივნეულია, მაგრამ ეს ტკივილი გადაგვაქვს სამწუხაროდ, ჩვენს მოიჯარეებზე. თუმცა ეს ტრენდი თუ ასე გაგრძელდა, დიდხანს ისინიც ვერ გაუძლებენ და დავინახავთ გაზრდილ ვაკანტურ ადგილებს სავაჭრო ცენტრებში,“ - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

მისივე განმარტებით, „თბილისი ცენტრალის“ შემთხვევაში ფართების დატვირთულობის მაჩვენებელი 3-4%-ით შემცირდა. თუმცა, რისკი იმისა, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდეს, მაღალია.

„ცენტრალს უნიკალური პოზიციონირება აქვს და ამ შემთხვევაში გვიმართლებს. ჩვენს შემთხვევაში ვაკანტურობა ჩამოვიდა 96-97%-ზე , პანდემიამდე 100%-იანი დატვირთვა გვქონდა. სხვა სავაჭრო ცენტრებში ალბათ 10-15%-მდე არის გაზრდილი ვაკანტური ფართების რაოდენობა. დიდ სავაჭრო ცენტრებს უფრო დიდი პრობლემები აქვთ. გამოთავისუფლებული ფართების შევსების პოტენციალი ნამდვილად არის,“ - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023