ფოტო: თბილისი აეროპორტი
ბიზნესი
12/08/2022

თბილისის აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობას ADPI 2022 წელს დაასრულებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე საერთაშორისო საექსპერტო კომპანია ADP Ingénierie (ADPI) მუშაობას 2022 წელს დაასრულებს.

კომპანიის დელეგაციას და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს თეა ზაქარაძეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისა და ავიაციისთვის.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ თითოეულ აეროპორტს გრძელვადიანი განვითარების გეგმა ჰქონდეს. „თბილისის აეროპორტის განვითარების 20-წლიანი გენერალური გეგმა ექნება და ის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, მგზავრთნაკადისა და ტვირთნაკადის ზრდა,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

„ტავ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თეა ზაქარაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი გენერალური გეგმა საქართველოს სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადაეცემა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023