ბიზნესი
06/08/2020

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე "შუხმანის ღვინის სპა" გაიხსნა

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე „შუხმანის ღვინის სპა" გაიხსნა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, ღვინის სპა კახეთში არსებული სპის ანალოგიურია, თუმცა, განსხვავებაა ის, რომ ემატება გამაჯანსაღებელი სხვა ბალნეოპროცედურებიც.

აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ ეს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის და „შუხმან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია.

რაც შეეხება კახეთში არსებულ შუხმანის ღვინის სპას, აბრამიშვილის თქმით, ობიექტი სტუმარს ჩვეულ რეჟიმში იღებს.

„სტუმრებს ვთავზობთ სხვადასხვა პაკეტს გამაჯანსაღებელ პროცედურებთან ერთად. სერვისი ახლა უფრო  მიმზიდველია, რადგან  პანდემიის შედეგად რამდენიმე თვე ყველა ჩაკეტილები ვიყავით. შესააბამისად, გვსურს, ჩვენი სპეცშეთავაზებებით სტუმრები გავანებივროთ და გამოვაჯანსაღოთ. საუბარია ღვინის სპა პროცედურებზე,“ - აღნიშნავს აბრამიშვილი.

როგორც ცნობილია, "შუხმანის ღვინის სპა" შექმნილია უნიკალური ღვინის ფრაგმენტებზე დაყრდნობილი ინტერიერის დიზაინით და „შუხმანის“ ვენახების ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული, ექსკლუზიური 100%-ით ბიოპროდუქტებით.

ღვინის სპაში მისული სტუმრებისთვის სრულდება უნიკალური პროცედურები, როგორიც არის ყურძნის წიპწის სკრაბის რეგენოპროცედურები, აბაზანებში ცხელი ღვინის პროცედურები და სხვა.

შუხმანის ღვინის სპის წამყვანი პროდუქტია ასევე „შუხმან ჯგუფის“ მიერ წარმოებული  ყურძნის წიპწის ზეთი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური მახასიათებლით და არის ნატურალური პროდუქტი.დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტი, დაბერების საწინააღმდეგო, დამარბილებელი ზეთი, რომელიც კანს ნაზსა და ელასტიურს ხდის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023