ბიზნესი
11/01/2023

თბილისის და ბათუმის აეროპორტებს "აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის" სერთიფიკატი მიანიჭეს

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მესამედ, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს - მეორედ, ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატი მიენიჭა.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერთიფიკატი, რომელსაც აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI) გასცემს, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაა.

„აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ACI-სა და ICAO-ს რეკომენდაციების შესაბამისად, მგზავრებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო“, - აცხადებენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023