ბიზნესი
24/09/2020

თბილისის განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი სტუმრებს 2021 წელს მიიღებს

თბილისის განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი სტუმრებს 2021 წლის ბოლოსთვის მიიღებს.

„ბიზნესპარტნიორთან“ ობიექტის ერთ-ერთი მფლობელი „მეიდან ჯგუფის" დირექტორი ქეთევან ხუროძე ამბობს, რომ ობიექტის რეკონსტრუქცია 2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო პროცესი გაჭიანურდა.

„სამშენებლო პროცესი არცერთი დღე არ გაგვიჩერებია, თუმცა, არის გარკვეული შეფერხებები მასალების ჩამოტანასთან დაკავშირებით. როდის მიიღებს განახლებული კურორტი სტუმარს ამის თქმა გვიჭირს, თუმცა, ეს რომ წელს ვერ მოხდება ფაქტია,“ – აცხადებს ხუროძე.

მისი ინფორმაციით, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ბალნეოლოგიური კურორტის სრულყოფის მიზნით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში სოლიდური ინვესტიციები ხორციელდება.

ქეთევან ხუროძის განცხადებით, კომპანიამ 3 წლის განმავლობაში 10 მლნ ლარის (8 მლნ + დღგ) ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მისივე განცხადებით, კომპანიამ აღნიშნული ობიექტის პრივატიზაციით მთელი რიგი ვალდებულებები აიღო, მათ შორისაა: არსებული სოლიდური კრედიტორული დავალიანებების, მათ შორის სახელფასო და საგადასახადო დაფარვა; ყველა არსებული სამედიცინო პროგრამის შენარჩუნება და ასე შემდეგ, რაც ხუროძის განცხადებით, უკვე გასტუმრებულია.

ასევე იგეგმება ბალნეოლოგიური კურორტისთვის აუცილებელი სანატორიუმის ტიპის სასტუმროს ნომრების (100-ზე მეტი) შექმნა. ხუროძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო ბრენდის ოპერატორებთან. კითხვაზე, თუ რომელი საერთაშორისო ბრენდი შეიძლება შემოვიდეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ოპერატორად, ამას ხუროძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ სამუშოები ამ მხრივ ატქიურ ფაზაშია.

შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, დირექტორი კი 2000 წლიდან ნიკოლოზ სააკაშვილი იყო. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2018 წლის 1 აპრილიდან  კურორტს გენერალური მენეჯერი ლაშა ქევანიშვილი მართავს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს „მეიდან ჯგუფი“ ფლობს, 25%–ს კი „მეიდანი“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023