ბიზნესი
17/10/2020

თბილისის ზოოპარკი მსოფლიოში ყველაზე იაფი ზოოპარკია - ზურაბ გურიელიძე

როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ზოოპარკში პანდემიის პირობებში აქტივობა შემცირდა, თუმცა, მნიშვნელოვნად არა.

გურიელიძის განცხადებით, თბილისის ზოოპარკი არის მსოფლიოში ყველაზე იაფი და ზრდასრული ადამიანის შესვლის საფასური 4 ლარია, 12 წლამდე ბავშვის კი 1 ლარი.

შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ თბილისის ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სრულად გადატანა იგეგმება, თუმცა ამ დროისთვის ეს სრულად ვერ ხერხდება, მიზეზი კი ფინანსების არ ქონაა.  ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვისთვის დაახლოებით 50 მლნ დოლარია საჭირო. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანხების მოზიდვასთან დაკავშირებით საფინანსო ინსტიტუტებთან.

ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენდება და მისი ფართობი 48 ჰექტარი იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023