ბიზნესი
23/01/2022

თბილისსა და ბათუმში "ხეირი ნახეს" მაღაზიების გახსნა იგეგმება

შემოდგომაზე თბილისსა და ბათუმში „ხეირი ნახეს“ მაღაზიების გახსნა იგეგმება.

როგორც კომპანიის დირექტორი ნინო ზერაგია აცხადებს, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე მიმდინარე წლის მარტიდან აჭარაში (ბათუმი)  „ხეირი ნახეს“ ცენტრალური საწყობი ამოქმედდება.

მისი განცხადებით, კომპანია 2019 წელს დაფუძნდა და საკვები პროდუქტით, ძირითადად, ხილ-ბოსტნეულით კაფე-ბარებს, რესტორნებსა და სასტუმროებს ამარაგებდა. დღეს კომპანია მომხმარებელს პროდუქციის ონლაინ მიწოდების სერვისს სთავაზობს. თბილისში მიწოდების საფასური 3 ლარი, რეგიონებში კი - 5 ლარია. 

„პანდემიამ, გამოცხადებულმა ლოქდაუნმა იძულებული გაგვხადა, შეგვეჩერებინა საქმიანობა, დავითხოვეთ თანამშრომლები. ამის შემდეგ მოგვივიდა იდეა, გაგვეკეთებინა იგივე სახის მომარაგება თბილისის მოსახლეობისთვის, რადგან სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უბნის ხილ-ბოსტნეულის მაღაზიების უმრავლესობას პროდუქტის დეფიციტი შეექმნა, რაც ბუნებრივია, მოსახლეობას დამატებით დისკომფორტს უქმნიდა. შევქმენით გვერდი, დასახელებაზე ბევრი არ გვიფიქრია, ბაზარში პროდუქტის შეძენისას ხშირად მესმოდა სამადლობელი „ხეირი ნახე,“ - აცხადებს ზერაგია.

მისივე განცხადებით, კომპანია სწრაფად გაიზარდა და სახელიც სწრაფად მოიხვეჭა.  

„ხეირი ნახეს“ დირექტორი აცხადებს, რომ  რაიმე წინასწარი გათვლა ან ბიზნეს გეგმის შედგენის დრო ფაქტობრივად არ იყო.

„ლოქდაუნის გამოცხადებიდან 1 კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება და რისკების გაუთვალისწინებლად დავიწყეთ მუშაობა, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენს სახლში მიტანის სერვისზე მაღალი მოთხოვნაა, პირველ რიგში  ჩვენი უპირატესობა პროდუქტის ხარისხია, მომხმარებლამდე მიდის უკვე გადარჩეული, ჯანსაღი პროდუქტი. ასევე კომფორტია პროდუქტის სახლის კარამდე მიწოდება,“ - აცხადებს ზერაგია.

კომპანია დაახლოებით 30 მეწარმესთან თანამშრომლობს. აქედან ნაწილი რეგიონებიდანაა, ნაწილი კი ადგილობრივი იმპორტიორია.

„დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდოს და სტარტაპერი მეწარმეების ან ფერმერების ყოველ შეთავაზებას გულისხმიერებით ვიღებთ და უსასყიდლოდ ვეხმარებით მათ პოპუარიზაციაში ჩვენი გვერდის დახმარებით და ხელს ვუწყობთ პროდუქტის რეალიზაციაში,“ - აცხადებს ზედაგია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023