ბიზნესი
15/10/2020

თბილისში მაღაზია "წერტის“ მეორე ფილიალი გაიხსნება

თბილისში „წერტის“ მეორე ფილიალი დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება.

„აგროქიზიყის“ დამფუძნებლის ბექა გონაშვილის განმარტებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 500 000 ლარია. 

ახალი ფილიალი თბილისის ცენტრალურ უბანში, ყაზბეგის 15-ში განთავსდება. ადგილზე მოეწყობა ლანჩ-კაფეც.

„გაფართოება პროდუქტზე მოთხოვნის მნიშვნელოვნად ზრდამ გადაგვაწყვეტინა. პანდემიის პერიოდში ჩვენ ადგილზე მიწოდების სერვისიც დავნერგეთ. გავზარდეთ წარმოებაც, თუმცა იმ ლოკაციაზე, სადაც ახლა ვართ მეტი გაფართოების შესაძლებლობა არ იყო. წერტის ნახევარფაბრიკატებს ჩვენ მიერ წარმოებული საქონლის ხორცით ვამზადებთ. ანალოგიურად გვინდა, რომ ჩვენი რძის წარმოებაც გვქონდეს,“ - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

მისივე განმარტებით, ახალ ფილიალში დამატებით 30 ადამიანის დასაქმება იგეგმება. წარმოების უწყვეტ ჯაჭვში 200-მდე ფერმერი იქნება ჩართული.

„წერტი" არ არის მხოლოდ მაღაზია. ჩვენ ღირებულებათა ჯაჭვი შევქმენით, რომელშიც 200-მდე ფერმერი იქნება ჩართული სხვადასხვა კუთხით. ამ ფერმერებს გარანტირებული რეალიზაციის წერტილი აქვთ და ეს შესაძლებლობა მალე კიდევ უფრო გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია.“-განმარტა ბექა გონაშვილმა.

ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, ასევე სოფლის პროდუქტების მაღაზია "წერტი" კომპანია "აგროქიზიყმა" 2019 წლის ზაფხულში გახსნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023