ბიზნესი
26/11/2020

თბილისში MANGO MAN-ის ორი მაღაზიის გახსნა შესაძლოა გადაიდოს - რითეილ გრუპ ჯორჯია

თბილისში  MANGO-ს კაცის ხაზის მაღაზიების გახსნა და ცნობილი იტალიური კოსმეტიკური ბრენდის შემოყვანა შესაძლოა  გადაიდოს.

როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, MANGO MAN-ის მაღაზიების გახსნა  „თბილისი მოლსა“ და „სითი მოლშია“ დაგეგმილი.

მაღალაშვილი განმარატვს, რომ MANGO-ს კაცის ხაზის მაღაზიების გახსნა დეკემბერშია დაანონსებული, კოსმეტიკური ბრენდის შემოსვლა კი იანვარ-თებერვალში.

„3-4 დღის წინ ეს ყველაფერი ძალაში იყო. ახლა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. დაველოდებით მთავრობის  გადაწყვეტილებას შეზღუდვებთან დაკავშირებით. თუ გამოცხადდა სრული "ლოქდაუნი", ან ისეთი შეზღუდვები, რა დროსაც ჩვენ ოპერირების საშუალება არ მოგვეცემა, ბუნებრივია, აზრს დაკარგავს რაიმე ახლის გახსნა, პირიქით, არსებულის შენარჩუნება იქნება პრიორიტეტი. კარგ შემთხვევაში ეს გეგმები შეფერხდება, ცუდ შემთხვევაში კი - გაუქმდება.

ეს დამოკიდებულია რა იქნება დეკემბერში, რადგან შემდეგი ორი თვე რითეილისთვის ყველაზე რთულია. იანვარ-თებერვალი პანდემიის გარეშეც პასიურია და მის დაბალანსებას დეკემბრის ხარჯზე ვახდენთ, ჩვენ კი აახლა ამის ფუფუნება აღარ გვექნება. ახლა ვალდებულების აღება სავაჭრო ცენტრთან, ბრენდებთან ან თანამშრომლებთან, შეუძლებელია, სანამ არ გვეცოდინება რა იქნება“, - აღნიშნავს რეზო მაღალაშვილი.

„რითეილ გრუპ ჯორჯია” საქართველოში Zara-ს, Mango-ს, Massimo Dutti-ს, Bershka-ს, Marks&Spenser-ის და სხვა ცნობილი ბრენდის წარმომდგენია.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების შესახებ როგორვ ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა დღეს  გახდება ცნობილი. მისი თქმით, გრძელდება კონსულტაციები ბიზნესთან და არსებობს ორი ვერსია, თუ რომელ ფორმატში განხორციელდება შეზღუდვები.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023