ბიზნესი
30/10/2020

თბილისში მომავალ წელს "ნოზაძის ქათმების“ ახალი ჯიხურები გაიხსნება

ელგუჯა ნოზაძის მეფრინველეობა, რომელიც ნედლი და გაყინული ქათმის ხორცს „ნოზაძის ქათმების“ ბრენდით აწარმოებს  2021 წლის  ბრენდული ჯიხურების ქსელის გაფართოებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ელგუჯა ნოზაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მომავალ წელს დაგეგმილია თბილისში 5-6 ახალი ჯიხურის გახსნა.

„ჯიხურები ჩამოგვაქვს გერმანიიდან, წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ შეკვეთას. ვფიქრობ, მარტ-აპრილში უკვე ჩამოგვივა და შევძლებთ თბილისი იმაზე მეტად დავტვირთოთ, ვიდრე ახლა არის,“ - აცხადებს ელგუჯა ნოზაძე.

მისი ინფორმაციით, ქსელის გაფართოებაში კომპანია ჯამში 300 000-400 000 ლარის ინვესტიციას ჩადებს. ამჟამად კომპანია თბილისში  ჯამში 9 ჯიხურს ფლობს.

ელგუჯა ნოზაძის მეფრინველეობა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარეობს. ქარხნის წლიური წარმადონა 700 -800 ტონა ქათამია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023