ბიზნესი
27/10/2022

თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა 21%-ით გაიზარდა

RECOV.GE–მ თბილისის და ბათუმის საცხოვრებელი სექტორის 2022 წლის სექტემბრის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორივე ქალაქში ყველა სეგმენტის ბინაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.

გასული 9 თვის მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა 21%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ბაზრის ზომამ კი $1.5 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ბინებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია საბურთალოსა და დიდ დიღომში, ძველ პროექტებში კი მოთხოვნის 16%-იანი ზრდა ფიქსირდება.

გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, საშუალო გასაყიდი ფასის ზრდაც შეინიშნება. ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა, გარეუბნებში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2022 წლის ბოლო 9 თვის ტენდენციაზე დაკვირვებით, თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა და რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 5,000 ერთეულს გადააჭარბა.

ასევე აღსანიშნავია მოთხოვნის 137%-ით ზრდა პრემიუმ სეგმენტის ბინებზე. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, მხოლოდ 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023