ბიზნესი
13/07/2021

"თეგეტა ჰოლდინგის" პორტფელს ახალი კომპანიები დაემატა

თეგეტამ ჰოლდინგის სათაო ოფისში საგზაო-სამშენებლო ტექნიკის გამოფენა და პრეზენტაცია გაიმართა. ამ ფორმით კომპანიამ პორტფელში ახალი კომპანიების დამატება აღნიშნა.

„თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი“ მომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც ასფალტის საწარმოებს, ასევე, გზების მშენებლობისა და მოწყობისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკა-დანადგარს.

საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დღე თეგეტაში. კომპანიამ საერთაშორისო ფრანჩაიზებს კიდევ რამდენიმე მსოფლიო ბრენდი დაუმატა. „თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი“  უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის Fayat group-ის წევრი კომპანიების: ბომაგი მარინისა და ტეკფალტის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

სამი უმსხვილესი ბრენდი აერთიანებს ყველა იმ ტექნიკას რომელიც გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს.

BOMAG-ი ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით, კომპანია აწარმოებს ვიბრაციულ სატკეპნებს, გზის დამგებ მოწყობილობებს ყველა სხვა ტექნიკას, რომელიც გზის დაგების დროს გამოიყენება. Marini კი ლიდერია ასფალტის, ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების  მიმართულებით.

რაც შეეხება Tekfalt-ს, მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს, ბიტუმის ემულსიისა და მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოო დანადგარების, ცემენტის მომყრელი დოზატორი ავტოცისტერნების, თერმული ზეთის გამაცხელებელი სისტემისა და ორმოული სამუშაოების ასფალტის მანქანა-დანადგარების წარმოებას.

საგზაო-სამშენებლო ტექნიკის უახლესი მოდელები თეგეტას პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ მსხვილი ინფარასტრუქტურის მშენებლებს ახალი ბრენდების ბაზარზე შემოყვანა სამუშაოების შესრულების ვადებს შეუმცირებს. თუკი ამ დრომდე კომპანიებს დანადგარების შესაძენად ან მათთვის საჭირო სერვისების მისაღებად რამდენიმეთვიანი პროცედურები და სხვა ქვეყნებში გამგზავრება სჭრიდებოდათ, „თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი“ -ს დახმარებით ყველა სერვისი საქართველოში იქნება თავმოყრილი.

საგზაო-სამშენებლო ტექნიკის უახლესი მოდელები თეგეტას პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს. გამოფენას  თეგეტა ჰოლდინგის ადგილობრივი პარტნიორების გარდა ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023