ბიზნესი
15/02/2023

"თეგეტა" ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების სამეულშია - ჰოლდინგი "მწვანე ბონდების" ემისიას გეგმავს

2022 წელი „თეგეტამ“ 20%-იანი ზრდით დაასრულა და მისმა შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა. ამ მონაცემებით ჰოლდინგი ქვეყანაში უმსხვილესი კომპანიების სამეულშია. ამის შესახებ „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა.

საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა „თეგეტა ჰოლდინგმა“ გასული წლის დეკემბერში კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტო მასშტაბის ლარის ემისია განახორციელა. ემიტირებულია 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები. 2023 წლის გეგმებში კი ე.წ „მწვანე ბონდების“ ემისიაა.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „გასული წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია განახორციელა. კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს - სადაზღვევო კომპანიებსა და საბანკო სექტორს ჩვენ 150 000 000 ლარის ღირებულების ბონდები შევთავაზეთ. არც რეგიონში და არც აღმოსავლეთ ევროპაში ავტოინდუსტრიის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის ემისია ეროვნულ ვალუტაში აქამდე არ განხორციელებულა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და დიდი ინტერესი კომპანიის მიმართ მაღალ სანდოობასა  და რეპუტაციაზე მიუთითებს. მომავალი წლის პირველ კვარტალში კი, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ე.წ. „მწვანე ბონდების“ ემისიასაც ვაპირებთ“.

„თეგეტა“ ისწრაფვის, გახდეს კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო ლისტინგში, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო აღიარებასთან ერთად, გაზრდილი შესაძლებლობების, მნიშვნელოვანი პროექტებისთვის ფინანსების მოზიდვისა და მხარდაჭერის გარანტია იქნება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023