ბიზნესი
03/02/2022

თეკუნა გაჩეჩილაძე: ჩემს რესტორნებში უმეტესად ვაქცინირებული მომხმარებელი დადის

ცნობილი შეფ-მზარეული და რესტორნების ქსელის მფლობელი თეკუნა გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მის რესტორნებში ის კატეგორია დადიოდა და დადის, ვინც ვაქცინირებულია, შესაბამისად, „მწვანე პასპორტების“ წარდგენის ვალდებულების გაუქმებას მის ბიზნესზე ხელშესახები გავლენა არ ექნება.

„ტურისტი ვინც ჩამოდის, ყველა აცრილია, აცრილია ის ადგილობრივი მომხმარებელი, ვინც ჩემს რესტორნებს სტუმრობს. "მწვანე ბარათები" ყველას დაცულობის განცდას უქმნიდა და მიმაჩნია, ქვეყანაში არ არის ის ეპიდემილოგიური სიტუაცია, რომ ის გაუქმებულიყო. ამის მიუხედავად, სტუმრებს, ვინც ჩვენს რესტორნებში შემოვა, "მწვანე პასპორტების" წარდგენას მოვთხოვთ. ვთვლი, რომ ახლა სხვა, ბევრად უფრო მტკივნეული თემები გვაქვს, ვიდრე „მწვანე პასპორტის“ წარდგენაა,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

რესტორნების ქსელის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება აისახება აქტივობაზეც. იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების უმრავლესობა ინფიცირებულია, რესტორნებში აღარავინ დადის.  გაჩეჩილაძის განცხადებით, ამ მიზეზის გამო მას  2021 წლის დეკემბერში კაფე „ლიტერას“ დროებით დახურვა მოუწია.

„სეზონი არ არის და ასე გადავწყვიტე. იქ მომუშავე პერსონალი კი სხვადასხვა რესტორანში გადავანაწილე. თანამშრომლებს როტაციის პრინციპით ვამუშავებ," - აცხადებს გაჩეჩილაძე. 

შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელი აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ქსელი წარმოდგენილია სამი რესტორნით: "კულინარიუმ ხაშერია", კაფე "ლიტერა" (დროებით დახურულია) და "ტაკერია".

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე ბარათის" გაუქმებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ამის მიუხედავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბიზნესს "მწვანე ბარათის" გამოყენების რეკომენდაციას აძლევს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023