ბიზნესი
14/04/2021

თეკუნა გაჩეჩილაძე: ჩვენს რესტორნებში ჩეკის საშუალო მოცულობა განახევრდა

ცნობილი შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე პანდემიის პერიოდში მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩეკის საშუალო მოცულობა თითქმის განახევრდა. პანდემიამდე ჩეკის საშუალო ოდენობა რესტორან „ხაშერიაში“  100 ლარს, ხოლო „ტაკერიაში“ 60 ლარს შეადგენდა.

გარდა ამისა, მომხმარებელმა შეამცირა ღვინის მოხმარება, ამას კი ორი მიზეზი აქვს. პირველი - გაიზარდა ალკოჰოლზე ფასი და მეორე - კომენდანტის საათი.

„18.00 და 19:00 საათზე დათრობა არავის უნდა, მერე რა უნდა გააკეთონ? კომენდანტის საათი 21:00 საათიდანაა. ამას ემატება ისიც, რომ ტურისტები თითქმის არ არიან. შეიძლება სავსე იყოს რესტორანი, მაგრამ შემოსავალი საკმაოდ ცოტა მივიღოთ, რადგან შეგვიმცირდა რეგულაციების დაცვის გამო მაგიდების რაოდენობა, გაგვინახევრდა ჩეკის რაოდენობა და შემცირდა სამუშაო დრო.  ასევე მოქმედებს ყველაზე აბსურდული აკრძალვა - შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელი აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ყავს.ქსელი წარმოდგენილია სამი რესტორნით: კულინარიუმ ხაშერია, რესტორანი ლიტერა და ტაკერია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023