ბიზნესი
16/04/2021

თეკუნა გაჩეჩილაძე: თუ რესტორნებისთვის შეზღუდვის დაწესებას ფიქრობენ, დაანონსონ, მოვემზადებით

„თუ ჩასაკეტები ვართ, უნდა ჩავიკეტოთ, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ  უნდა მოგვაწოდონ. ცუდია, რომ ხელისუფლება არ გველაპარაკება და წინასწარ არ გვეუბნება თავის გეგმებს. ეს ვაკუუმი ყველაზე დიდი შეცდომაა, არ ვიცით ვიყიდოთ პროდუქტი თუ არა. თუ ფიქრობენ შეზღუდვის დაწესებას, მაშინ დაანონსონ იმისთვის, რომ მოვემზადოთ", - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ცნობილი შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე საუბრობს.

მისი განცხადებით, რესტორნების კიდევ ერთხელ დაკეტვის შემთხვევაში, ბაზარზე მხოლოდ ნაწილი შეძლებს დაბრუნებას.

„ხალხს ჰგონია, რომ გვაქვს იმის რესურსი, რომ წლები შევინახოთ ეს ობიექტები. ტყუილია ეს. თუ რაღაც რესურსი იყო, დაიხარჯა და აღარ არსებობს. 200 ლარიანი დახმარება ჩათვალეთ, არაფერია. ის 5 000 ლარიანი დახმარება კი რასაც შეგვპირდნენ, ამ ეტაპზე არავის აუღია. ახლა კიდევ თუ ჩაგვკეტავენ, არც 5000 ლარი გვიშველის და არც 50 000 ლარი," - აცხადებს გაჩეჩილაძე.

ცნობილი შეფ-მზარეული აცხადებს, რომ მიტანის სერვისი რეალურად მისი რესტორნების ქსელისთვის შემოსავლის მომტანი არ აღმოჩნდა. „ეს იყო იმისთვის, რომ რეალურად, ხალხი არ გამეშვა სახლში და თავი ეგრძნოთ მნიშვნელოვნად. მთელი პანდემიის პერიოდი მიტანის სერვისი მქონდა, მაგრამ ახლა აღარ, აზრი არ აქვს, აღარ მიღირს და ზარალზე გავდივარ,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

თეკუნა გაჩეჩილაძე ხელისუფლებას ერთგვარ რეკომენდაციასაც აძლევს და აცხადებს, რომ ეკონომიკის გადასარჩენად აუცილებელია ვაქცინაცია.

„რესტორნისთვის ყოველი დახურვა და გახსნა არის საშინელი ფინანსური წნეხი. მინიმუმ 15-20 000 ლარია საჭირო რესტორნის მუშაობის გასაახლებლად. ამაში შედის პრიდუქტის შეტანა, თანაშრომლების აყვანა და ასე შემდეგ. ვაქცინაცია თუ არ იქნება, ამას შეზღუდვებით ვერ გააჩერებენ,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება, მაჩვენებელი რამდენიმე დღეა 1000-ს შემთხვევას სცდება. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023