ბიზნესი
09/09/2020

"თელასის" 24,5%-იანი წილის მფლობელი დღეს აუქციონზე გამოვლინდება

„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს მართავს.

საჯარო აუქციონის საწყისი ფასი 10,511 მლნ დოლარია. ბიჯის ოდენობა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში  ეროვნული ბანკის დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

გასათვალისწინებელია, რომ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას.

აღსანიშნავია, რომ "თელასი" ზარალზეა. 

6 თვის მონაცემებით, „თელასმა“ რეალიზაციიდან 190.59 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში შემოსავალი 226 მლნ-ს აღემატებოდა.

პანდემიის ფონზე მკვეთრად შემცირდა როგორც მოსახლეობის მიერ მოხმარებული, ასევე კომერციული და სამრეწველო სექტორის მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023