ბიზნესი
14/09/2020

"თელასის“ წილის გასხვისების შეთანხმებას სემეკში რთული პროცედურების გავლა არ მოუწევს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარატვენ, რომ „თელასის“ წილის გასხვისებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას სემეკში რთული პროცედურების გავლა არ მოუწევს. მიზეზად სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია იმას ასახელებს, რომ წილის შემძენი კომპანია საქართველოშია რეგისტრრებული, მისი მფლობელი კი საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მაქაცარიაა. 

„კანონმდებლობის მიხედვით, 5%-ზე მეტი წილის გასხვისება მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმებას საჭიროებს იმ შემთხვევაში, როდესაც წილს საქართველოს არარეზიდენტი, ან მესამე ქვეყნის წარმომადგენელი იძენს. ჩვენ ვნახეთ შემძენი და აუქციონის შედეგები, რომლის მიხედვით წილის შემძენი კომპანია არის საქართველოში რეგისტრირებული, მისი დამფუძნებელი კი საქართველოს მოქალაქეა. შეთანხმებასთან დაკავშირებით რთული პროცედურები საჭირო არ იქნება. როდესაც ჩვენთან შემოვა წილის გამსხვისებლის მხრიდან შესაბამისი ინფორმაცია, დადგენილი წესით მას მარეგულრებელი კომისია უპასუხებს“,- განმარტა დავით ნარმანიამ.

ნარმანია ამბობს, რომ თუ კერძო მესაკუთრე მომავალში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს და აქტიურად იზრუნებს იმაზე, რომ სისტემა მეტად განვითარდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება. "მარეგულირებელი კომისია, რა თქმა უნდა, იმუშავებს იმაზე, რომ ახალ ინვესტორს მის ძირითად მეწილესთან ერთად შესთავაზოს თამაშის ის წესები, რომელიც აუცილებელი იქნება სისტემის შემდგომი განვითარებისთვის“,- აღნიშნა ნარმანიამ.

ცნობისთვის, საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული სს „თელასის“ კაპიტალის აქციების წილის - 24.5% 32,38 მლნ ლარად გაიყიდა. საჯარო აუქციონში დაინტერესება მხოლიდ ერთმა კომპანიამ გამოხატა. თელასის აქციები "ბესტ ენერჯი გრუპმა" იყიდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ამონაწერის მიხედვით, შპს „ბესტ ენერჯი ჯგუფი“ 2018 წლის 2 აგვისტოსაა დაფუძნებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა. კომპანიის დირექტორი თამარ გახარიაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023