ბიზნესი
19/09/2023

"ტელეკომ ბაზრის გახსნისა და განვითარების მიზნით, ComCom-მა 2022 წელს კვლევა დაიწყო"

კახა ბექაურმა, პარლამენტის წევრებს კომუნიკაციების კომისიის გასული წლის ანგარიში წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა მიმოიხილა. მისი თქმით, კომპლექსური კვლევა 2022 წელს, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით დაიწყო და ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნასა და მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

“ამ პროექტზე, კომუნიკაციების კომისიის გუნდი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისთან (“AA Facility”) ერთად მუშაობს” - აღნიშნა თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში, შეფასდება ტელეკომ სექტორში არსებული კონკურენცია, მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. ამასთან ერთად კი, გამოვლინდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ოპერატორებს სპეციფიკური ვალდებულებები განესაზღვრებათ.

“კვლევის შედეგად დადგინდება, საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორიცაა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ბაზრის ე.წ. “Bitstream” სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრები, ასევე, მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი” - განმარტა კახა ბექაურმა.

ტელეკომ სექტორის კვლევის მიმოხილვისას, თავმჯდომარემ ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) შესახებაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ComCom-მა გასულ წელს MVNO-ს დაშვების თვალსაზრისით არსებული გარემოც შეაფასა. ამავე წელს კი, საქართველოში საქმიანობა დაიწყო პირველმა მობილურმა ვირტუალურმა ოპერატორმა “ჰალლო”-მ, თუმცა, მისი თქმით, ქსელის მფლობელ ოპერატორებსა და დაშვების მსურველ სხვა კომპანიებს შორის, მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა. “კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა, რათა მხარეებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა მისცემოდათ” - განაცხადა კახა ბექაურმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023