ბიზნესი
28/09/2020

თემურ ჭყონია: ლარის არასტაბილურობის მიუხედავად ინვესტირებას მაინც ვრისკავ

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ  მიუხედავად ეროვნული ვალუტის არასტაბილურობისა, ის მზად არის წავიდეს რისკზე, ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელოს და არსებული პროექტები განავითაროს, მათ შორისაა, „მაკდონალდსის“ ქსელი.

„ჩვენ ამას ვამბობთ, ვაფიქსირებთ პოზიციას. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას თუ შემხვედრი ინიციატივაც იქნება იმ უწყებებისგან, ვის ხელშიც  არის გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ, ჩვენ შეგვიძლია ინვესტიციის განხორციელება და პროექტის სრულყოფილება,“ - აცხადებს თემურ ჭყონია.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, სამწუხაროდ, ბიზნესის ანალიზი და მოლოდინები არ ემთხვევა სამთავრობო სხვადასხვა უწყების ანალიზსა და მოლოდინებს. კერძოდ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის განცხადებები უფრო დამამშვიდებელია, ვიდრე ეკონომიკურ ანალიზზე დაყრდნობილი რეალობა.

ჭყონიას განმარტებით, დღეს მთავრობას ლარის კურსთან მიმართებაში უფრო სუსტი იდეოლოგია აქვს, ვიდრე რეალური სურათია.

„სამთავრობო უწყებებში გაკეთებული განცხადებები და შეხედულებები ასევე  განსხვავდება წამყვანი სპეციალისტების შეხედულებებისგანაც. ერთი არის დამამშვიდებელი, რომელიც არ მუშაობს და ჩვენი, ანუ ბიზნესის და სპეციალისტების - არის უფრო რეალისტური,“ - აცხადებს თემურ ჭყონია.

რაც შეეხება იმას, თუ რა არის რეალისტური პროგნოზი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, ამაზე ბიზნესმენი ვერ საუბრობს,რადგან მას რეალური მონაცემები  არ აქვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023