ბიზნესი
15/07/2020

თემურ ჭყონია "მთის წყალს“ გაყიდვაში 27 ივლისიდან გაუშვებს

„მტკნარი წყალი სახელწოდებით „მთის წყალი“  გაყიდვაში 27 ივლისისთვის გამოვა“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. მისი ინფორმაციით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ წარმოებული სასმელი  ნახევარლიტრიან და ლიტრანახევრიან პლასტმასის ბოთლებში გაიყიდება. აგვისტოს ბოლოს კი  „მთის წყლის“ ჩამოსხმა მინის (0.75 მლ,0.33 მლ)  ბოთლებშიც იგეგმება.

„ვაპირებთ საქართველოს ბაზარზე ლიდერობას, წყალს სერიოზული საექსპორტო პოტენციალი აქვს, რადგან „კოკა-კოლას“ მსოფლიო ბრენდის მიერაა რეგისტრირებული, მათ პორტფელშია. ეს იქნება ყველაზე მაღალი ხარისხის და ყველაზე სანდო წყალი რაც  საქართველოს ბაზარზე არსებობს და რაც ჩვენ კონკურენტებისგან გამოგვარჩევს. შესაბამისად, დავაკმაყოფილებთ ხარისხს  იმისთვის, რომ შევიდეთ ყველა იმ ბაზარზე, სადაც „კოლა-კოლა“ ოპერირებს.

ჩვენ ყველა კონკურენტს პატივს ვცემთ, მაგრამ იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ისინი იმის გაკეთებას ვერასოდეს შეძლებენ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდის კომპანია, რომელიც  უმაღლესი ხარისხის სტანდარტს იცავს“, - აღნიშნავს თემურ ჭყონია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023