ბიზნესი
12/01/2021

თემურ ჭყონია: რესტორატორებმა ძველი ნივთები და მენიუ აღადგინეს, კულტურა შექმნეს

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი, თემურ ჭყონია მთავრობას ურჩევს, მეტი ყურადღება დაუთმოს სარესტორნო ბიზნესს. ბიზნესმენის თქმით, ქართველმა რესტორატორებმა მენიუს სახით კულტურა შექმნეს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

„ერთ მშვენიერ დღეს რომ თქვან, ჩვენ რესტორნებს აღარ გავხსნით საერთოდო, რას ვშვრებით მერე ჩვენ? რა ტურიზმზე იქნება საუბარი? სახელმწიფომ ბიუროკრატიის თემის შემცირებით რაღაც უნდა გადაარჩინოს. ვიღაც უნდა შეწიროს, რაღაც უნდა მოხდეს. ვიღაცისთვის არსებული ბალანსი უნდა დაარღვიოს. რადიკალური თემები უნდა დასცხონ, თორე არ გამოვა არაფერი. თუ რადიკალურად არ დაინგრა ეს ყველაფერი და დიდი თანხები არ გამოათავისუფლეს, თუ ისევ მეგობრულ თემებს აყვნენ ჯიგრულად, არაფერი გამოვა.

ვინ შექმნა სარესტორნო ბიზნესი? ის შექმნა პროფესიონალი ადამიანების ერთობამ. მათ შექმნეს კულტურა და მენიუ. რესტორანი ის ხომ არ არის - დაასხი, დალიე. მათ კულტურა შექმნეს, ძველი ნივთები აღადგინეს, ძველი დიზაინი. შექმნეს კულტურა, რომლის სანახავადაც ადამიანები სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. რუსეთში ორი ცნობილი მენიუა. ეს არის იტალიური და ქართული. როდესაც სტუმრები ჩადიან ორი არჩევანია, სად წავიდეთ, იტალიურში, თუ ქართულშიო. ასეთი მომენტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დადგება. ჩვენი რესტორატორების აზრი, მენიუ, შემოქმედება ნელ-ნელა ძალიან ბევრ ქვეყანაში გავა და შესაძლოა დადგეს, მაგალითად, სამი არჩევანი - ადგილობრივი, იტალიური და ქართული“,- ამბობს თემურ ჭყონია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023