ბიზნესი
12/01/2023

"ტენე" ელექტრო ველოსიპედების მასიურ წარმოებას გეგმავს

„ტენე“  დაინტერესების შემთხვევაში  ელექტრო ველოსიპედების მასიურ წარმოებას განიხილავს. საუბარია, პროდუქტზე, რომელსაც სიმბოლური დანიშნულება აქვს და რომელიც,  სატერფულების დატრიალებით ბიჯური ძრავის მეშვეობით ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, 1 ცალის სავარაუდო ღირებულება   1500 ლარი იქნება.

მისივე განცხადებით, ველოსიპედის მეშვეობით 1 საათში 100 ვატის მიღებაა შესაძლებელი.

კომპანიამ ელექტრო ველოსიპედის წარმოება ახლახანს დაიწყო.  „საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგია ძირითადად რუსეთიდანაა იმპორტირებული, ამაში ვიხდით საკმაოდ დიდ თანხებს და  უკრაინის წინააღმდეგ ომს ვაფინანსებთ.

რუსეთი უკრაინას ბომბავს და იქ სიბნელეა. ამიტომ სიმბოლურად შევქმენით ველოსიპედი იმის ნიშნად და შესახსენებლად, რომ ელექტროენერგიას ჩვენ ოკუპანტისგან ვყიდულობთ. ჩვენ ეს ველოსიპედი დავმუხტეთ ქართული ენერგიით, დავმუხტეთ Power ბანკები და ვაპირებთ უკრაინას გავუგზავნოთ,“-აცხადებს ლილუაშვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023