ბიზნესი
13/03/2023

თიბისის IT აკადემიაში კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი IT აკადემიაში ტექ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის Outsystems და Frontend Angular -ის კურსზებზე მიღება დაიწყო, რეგისტრაცია 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

მიღებული აპლიკაციებიდან ჟიური თითოეულ კურსზე 30-მდე საუკეთესო სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც სწავლას აკადემიაში სრულიად უფასოდ შეძლებენ.

„თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმება.

თიბისი IT აკადემია სტუდენტებს ახალი პროფესიების ათვისებაში ეხმარება და დროის მოკლე პერიოდში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების საშუალებას აძლევს. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არამხოლოდ თიბისისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის", - ზურაბ პერტაია, IT აკადემიის ლიდერი.

კურსები არის პროფესიონალ ლექტორებთან ურთიერთობისა და თანამედროვე პროფესიების დაუფლების უფასო შესაძლებლობა, რომელიც პროფესიული თუ პიროვნული განვითარების და წამყვან კომპანიებში დასაქმების მაღალ გარანტიას იძლევა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

კურსზე მოსახვედრად, დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების და გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა.

კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023