ბიზნესი
29/12/2022

ტკბილი ქვეყანა: რთული წლის მიუხედავად, რეალიზაცია 25%-ით გაგვეზარდა

საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ტკბილი ქვეყანა“  2022 წელს „ბიზნესპარტნიორთან“ აჯამებს და აცხადებს, რომ კომპანიისთვის მიმდინარე წელი რთული იყო.

კომპანიის კომერციული დირექტორი კახა ყრუაშვილი განმარტავს, რომ სირთულე არსებული გარემოებებიდან გამომდინარეობდა, მათ შორის იყო ინფლაცია, კომუნალურებზე ფასის ზრდა, ნედლეულის გაძვირება, თუმცა,“ტკბილი ქვეყანა“  მიმდინარე წელს  გასულ წელთან შედარებით რეალიზაციის მაჩვენებლის  25%-იანი ზრდით ასრულებს.

„იმდენად მოვინდომეთ, რომ გეგმებს გადავაჭარბეთ. მოგება პირდაპირპროპორციულად არ გაიზრდებოდა, რადგან თვითღირებულების ზრდიდან გამომდინარე კომპანიას მოგების მარჟა შეუმცირდა. როგორც იცით, ნედლეული გაძვირდა, თუმცა, პროდუქციაზე ფასები პირდაპირპროპორციულად არ გაგვიზრდია.  მიუხედავად ამისა, 2022 წელს  კომპანია გასულ წელთან შედარებით, გაზრდილი მოგებით  დაასრულებს,“-აცხადებს ყრუაშვილი.

კითხვაზე,გაზრდილი ინფლაციის და მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, რა გახდა კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელის ზრდის მიზეზი, ყრუაშვილი განმარტავს, რომ ერთ-ერთი მთავარი  მიზეზი „ტკბილი ქვეყნის“ მარკეტინგული კამპანიაა.

ყრუაშვილი წლის ყველაზე მნიშვნელოვან  გამოწვევად ინფლაციურ პროცესებს ასახელებს.

„კონსიგნაცია გვაქვს ლარში, შესაბამისად, ის ლარი რაც კონსიგნაციაში იყო გაუფასურდა. ეს იყო პირდაპირ თანხის დაკარგვა,“-აცხადებს ყრუაშვილი.

შეგახსენებთ, საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყანა" 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023