ბიზნესი
05/01/2023

"ტკბილი ქვეყანა" წელს €400 000-ის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ტკბილი ქვეყანა“  წელს ასორტიმენტის გაფართოების კუთხით 400 000 ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი კახა ყრუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროცესი გაზაფხულიდან დაიწყება. დაგეგმილია ახალი ხაზების შეძენა, შედეგად,არსებული ტექნოლოგიები ბევრად უფრო ავტომატიზირებული და თანამედროვე იქნება.

ყრუაშვილი 2022 წლის გაყიდვებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის გასული წელი რთული იყო, რომელიც არსებული გარემოებებიდან გამომდინარეობდა, მათ შორის იყო ინფლაცია, კომუნალურებზე ფასის ზრდა, ნედლეულის გაძვირება, თუმცა,“ტკბილმა ქვეყანამ“  2022 წელი 2021 წელთან შედარებით რეალიზაციის მაჩვენებლის  25%-იანი ზრდით დაასრულა.

შეგახსენებთ, საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყანა" 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023