ბიზნესი
13/08/2020

"ტოიოტა ცენტრ თბილისს“ გაყიდვები 60%-ით შეუმცირდა

„ტოიოტა ცენტრ თბილისს“ გაყიდვები  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით  60%-ით შეუმცირდა. 

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის პრეზიდენტმა ირაკლი გურჩიანმა განაცხადა, მიზეზი პანდემია და ამის შედეგად ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონია.

„სანამ ეკონომიკა არ დაიწყებს გაცოცხლებას, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ვერაფერს ვიზამთ. როდესაც ეკონომიკა კვდება და დღეს საქართველოს ეკონომიკა სწორედ ასეთ დღეშია, რა უნდა ქნა? ერთი რისი იმედიც მაქვს არის ის, რომ ჩვენი ბრენდის მანქანები ბევრს ჰყავს  და უნდათ თუ არა, სერვისი სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ვახერხებთ მუშაობას.

რაც შეეხება ფასებს, მთელ მსოფლიოში  ეს სიტუაციაა, შესაბამისად, იაპონიაშივე გაიაფდა ავტომანქანები, არსებობს გარკვეული აქციები, თუმცა, ამას დიდი ეფექტი არ მოუხდენია“, - აცხადებს გურჩიანი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023