ბიზნესი
19/10/2020

ტოტალური დაკეტვები არ უნდა იყოს - სილამაზის სალონი “პოდიუმი“

კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის ფარგლებში მთავრობამ თბილისსა და იმერეთში რესტორნების და გასართობი ობიექტების ფუქნციონირება შეზღუდა, უკვე ერთი კვირაა ამ ტიპის ობიექტები მხოლოდ 22:00 საათამდე მუშაობენ. ერთ-ერთი სექტორი, რომელიც აღნიშნულ რეგულაციაზე არაპირდაპირაა მიბმული სილამაზის სალონებია.

როგორც „პოდიუმის“ დამფუძნებელი ნელი ავილოვი აცხადებს, ბოლო ორი კვირაა სიტუაცია დამძიმდა - შემცირებულია აქტივობა, მიღებული შემოსავალი კი არ იძლევა საშუალებას, რომ  საბანკო ვალდებულებების მომსახურება იყოს შესაძლებელი.

„სიტუაცია გაუარესებულია, შემოსავალი ისედაც დაბალი იყო და ახლა უფრო ქვევით მიდის ყველაფერი. მას შემდეგ რაც რესტორნებს დაუწესეს შეზღუდვები, ჩვენთან ხალხის ნაკადმა იკლო. ადამიანები თუ არ მიდიან არსად, გასასვლელი არ აქვთ, ნაკლებად სჭირდებათ სალონის მომსახურეობაც. რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეც მოქმედებს,“ - აცხადებს ავილოვი.

მისი ინფორმაციით, საკმაოდ რთული სიტუაცია იქნება თუ მთავრობა ბიზნესს კიდევ ერთხელ დახურავს. „ტოტალური დაკეტვები არ უნდა იყოს. ასეთ დროს უკვე რისკის წინაშე დადგება საერთოდ კიდევ შევძლებთ თუ არა მუშაობის განახლებას. ამიტომ, ყველა უნდა იყოს უფრო მობილიზებული, დაიცვას ყველა წესი, თუ ყველა მოიქცევა ისე, როგორც საჭიროა, ჩემი აზრით ქვეყანაში ბევრად უფრო კარგი ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური სიტუაცია იქნება,“ - აცხადებს ავილოვა.

„პოდიუმის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ არსებული მდგომარეობის მიუხედავად მაქსიმალურად ცდილობს არ შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023