ბიზნესი
03/11/2020

წაქცეული და გაკოტრებული ბიზნესი არ უნდა იბეგრებოდეს - რესტორანი "ზაზანოვა"

სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლებას საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას კიდევ ერთხელ სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში არაერთი გაკოტრებული ბიზნესის არსებობაზე საუბრობენ. რესტორან „ზაზანოვას“ დამფუძნებელი, მარინა სალუქვაძე „ბიზნესპარტნორთან“ აცხადებს, რომ ეს ის მცირედია, რაც ხელისუფლებამ სექტორის დასახმარებლად უნდა გააკეთოს.

„არის კონრეტული ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ველოდებით. ეს ელემენტარული ხელშეწყობაა. წამგებიან ორგანიზაციას, რომელიც თავის თავსაც ვეღარ ინახავს, არ უნდა მოთხოვო ზედმეტი გადასახადები. იგივე დღგ-ს ვერ გადავიხდით. თანამშრომლები დაგვრჩება ქუჩაში. ეს არის სულ მცირედი, რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს ამ სფეროსთვის. აქ საუბარია საგადასახადო წნეხის შემსუბუქებაზე. წამგებიანი ორგანიზაცია ვერ იქნება გადასახადის გადამხდელი. სექტორს ბიუჯეტში ძალიან დიდი ფული გვაქვს შეტანილი, მაგრამ ახლა, როდესაც ძალიან უჭირს ყველას და თითოეული მოქალაქის შენახვა ჩვენი ვალია, ამას ვერაფრით შევძლებ, თუ საგადასახადო წნეხი არ შემსუბუქდა. წაქცეული და გაკოტრებული ბიზნესი არ უნდა იბეგრებოდეს“,- განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა სახელმწიფოს შუამდგომლობა საფინანსო ინსტიტუტებთანაც.

„ბანკების მიმართ ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს, ისინი არ აპირებენ ამ ვალდებულებების გადავადებას. ამას სჯობს სრული „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს და ეს ვიცოდეთ მაინც. 22:00 საათამდე ჩვენს მუშაობას აზრი არ აქვს. ვერ ვასრულებთ საარსებო მინიმუმსაც კი. ბანკებთან სახელმწიფოს შუამდგომლობა აუცილებელია“,- ამბობს სალუქვაძე.

ცნობნისთვის, დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა რესტორანი მუშაობას 22:00 საათის შემდეგ ვეღარ შეძლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023