ბიზნესი
30/05/2023

წალკის კანიონზე მაღალი კლასის სასტუმრო ოპერირებას 2024 წლიდან დაიწყებს

წალკის (დაშბაშის) კანიონზე მაღალი კლასის სასტუმრო  ოპერირებას 2024 წლიდან დაიწყებს.

როგორც კომპანია KASS LAND-ის  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ეკა ბეკურაშვილმა გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-თან“ განაცხადა,სასტუმრო 53 ნომრიანი იქნება. მისივე ინფორმაციით, 2 წელში გაიხსნება დახურული აკვაპარკი  და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. 

როგორც გასულ წელს კომპანიის დირექტორი ეკა თორდია "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებდა,სასტუმრო დიდი ალბათობით 5 ვარსკვლავიანი იქნებოდა.  მაშინ  თორდია აღნიშნავდა, რომ საერთშორისო  ბრენდის შემოსვლა არ განიხილება, სასტუმროს მართვას კი KASS LAND-ი განახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენელი ამჟამინდელ აქტივობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ წლევანდელი ზაფხულის  სეზონი იმაზე უფრო აქტიური იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. 

„როგორც ამჟამინდელ ტენდენციას ვუყურებთ, წელს ძალიან ნაყოფიერ და აქტიურ სეზონს ველოდებით. სტუმრები გვეყოლება ტაილანდიდან, ჩინეთიდან, ასევე ისრაელიდან და სომხეთიდან.  „ -აცხადებს ბეკურაშვილი.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, წალკის კანიონის გასაიჯარებლად ჩატარდა ელექტრონული საჯარო აუქციონი, რომლითაც 2019 წელს ობიექტი ებრაულ კომპანია KASS LAND-ს გადაეცა. 

პროექტის მიხედვით, უკვე აშენდა თანმდევი ეკოტურისტული - ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.ფუნქციონირება დაიწყო რამდენიმე კოტეჯმაც. 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება, რომელიც მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას უკვე მოხმარდა, ჯამში 120 მლნ ლარია. კომპლექსი გასულ წელს  გაიხსნა და უკვე 100 000 დამსვენებელზე მეტს უმასპინძლა. 

ამას გარდა,  კანიონის ტერიტორიაზე სტუმრებს ადგილზე 240 მეტრიანი შუშის ხიდი, ბრილიანტის ფორმის დაკიდებული კაფე-ბარი, ბაიკლაინი, გიგანტური საქანელა ხვდებათ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023